საზოგადოება
06.09.2023 14:43
ფოტოგრაფიის უფასო კურსი გორელი ახალგაზრდებისთვის

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი პროექტ „Art House 20 23“-ის ფარგლებში, მონაწილეთა მიღებას ფოტოგრაფიის საფუძვლების ორთვიან კურსზე აცხადებს.

პროექტში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-21 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან ფოტოგრაფიის შესავლებს, კამერის ტიპებს, ექსპოციზიას, კომპოზიციას, პეიზაჟის, არქიტექტურის და ლანდშაფტის და დოკუმენტური ფოტოგრაფიას, ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას. საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ფოტოს დამუშავების შესწავლას კომპიუტერისთვის და მობილურისთვის, მობილურ ფოტოგრაფიას, ივენთ ფოტოგრაფიას, რეპროდუქციას, ფერების ფსიქოლოგიას და კონცეპტუალური ფოტოგრაფიას.

„სასწავლო შეხვედრები იქნება კვირაში ერთი დღე. მონაწილეებს ექნებათ ყოველკირეული დავალებები და საფინალო პროექტი რომლითაც შეფასდებიან და მიიღებენ სერთიფიკატებს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

მსურველებმა განაცხადისთვის უნდა შეავსონ ,,გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ გვერდზე - GoriPhotographersClub გამოქვეყნებული აპლიკაცია.

პროექტი „ART HOUSE 20 23“  გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები