სამართალი
15.02.2020 16:07
გორთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 2 ბავშვია
ავტობანის გორის მონაკვეთზე, ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი, „ლექსუსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი, შუახნის ასაკის ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლმა და მანქანაში მყოფმა ორმა მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულის დაზიანება მიიღო. სამივე დაშავებული კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. 4 და 8 წლის ბავშვებს თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, გადაიყვანენ.
კვირის ამბები