საზოგადოება
06.09.2023 12:07
„აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ - გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის საზაფხულო ფაზა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტი - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“,  დაბა ურეკში გამართული ერთკვირიანი სპორტული ბანაკი (საზაფხულო ფაზა) დასრულდა.

გორელ ბენეფიციარებთან ერთად ბანაკში იმყოფებოდნენ  ჰერეთის, საგარეჯოს, მარნეულის, თბილისის, რუსთავის, ქარელის, ქუთაისის, ვანისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შშმ პირები.

ჩემპიონატები გაიმართა მკლავჭიდში, მშვილდოსნობაში, ბოჩაში, ფეინთბოლში, ნარდში, დომინოში, მჯდომარე ფრენბურთსა და წოლჭიმში.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დისციპლინებში და გარდამავალი თასები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.

„პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება. რაც შეეხება განხორციელების მიზანს, ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას

პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, თბილისის, გორის, მარნეულის, ქუთაისის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მერიები.

გენერალური სპონსორები კი,  პლატფორმა „ინიციატივა“,  „სოკარი“, „ტოიოტა კავკასია“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არიან“, - აცხადებენ გორის მერიაში.

 

 

კვირის ამბები