2023 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტს 45 081 ვიზიტორი ეწვია, - ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 3 სექტემბრამდე გორის მუნიციპალიტეტს 250 926 დამთვალიერებელი სტუმრობდა, მათგან 190 628 უცხოელია.
რაც შეეხება ცალკეული თვეების სტატისტიკას, წყაროს ცნობით, მუნიციპალიტეტს ტურისტული ობიექტების დასათვალიერებლად, იანვარში - 10 967, თებერვალში - 7 876, მარტში - 17 761, აპრილში - 26 016, მაისში - 40 349, ივნისში - 54 936, ივლისში 47 940, ხოლო აგვისტოში 45 081 ვიზიტორი და ტურისტი ეწვია.