სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია იწყება, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ნათლობისათვის საბუთების მიღება 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„იწყება სამოცდამერვე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და CD დისკით.
საკონტაქტო ტელეფონი: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.