სექტემბერი გეომაგნიტური დღეების სიმრავლით გამოირჩევა - რა უნდა იცოდეთ მაგნიტურ დღეებზე
მაგნიტური ქარიშხლები, გეომაგნიტური რყევები, მზეზე აფეთქებები და ზოგადად, მზის აქტივობის ზრდა, ადამიანების ჯანმრთელობას ხშირად საფრთხეს უქმნის. სექტემბერში რამდენიმე ძლიერი და ზომიერი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.
,,გორის მაცნე“ გაგაცნობს გეომაგნიტური დღეების კალენდარს და სპეციალისტების რეკომენდაციას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა.
- 6 სექტემბერი - ძლიერი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი;
- 7-დან 10 სექტემბრამდე - სამდღიანი, საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი;
- 26-დან 28 სექტემბრამდე - ძალიან ძლიერი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი;
- 30 სექტემბერი - საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი;
მაგნიტურ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ. მაგნიტურ დღეებს თან ახლავს არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესიულობა, შფოთვა.
რაც შეეხება იმას, როგორ შევამციროთ მაგნიტური ქარიშხლების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე, სპეციალისტები შემდეგ შრჩევებს გვაძლევენ:
- ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევისთვის, მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები;
- დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესები, სწორად იკვებეთ, ბევრი იარეთ და იმოძრავეთ;
- ნუ გადაიღლებით და აუცილებლად ეცადეთ, რომ კარგად გამოიძინოთ;
- დალიეთ რეკომენდებული რაოდენობის სუფთა წყალი და მცენარეული ჩაი, უარი თქვით მაგარ ყავასა და ალკოჰოლზე;
- ყველანაირად ეცადეთ, თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.