საზოგადოება
05.09.2023 13:03
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყების პირველ ეტაპზე, საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი იმოქმედებს.

რაც შეეხება საზაფხულო ბაღს, რომელიც ამ დროისთვის ფუქციონირებს, სააღმზრდელო პროცესი 6 სექტემბერს შეწყდება.

კვირის ამბები