საზოგადოება
05.09.2023 12:46
ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტის ზონაში მცხოვრებთა საჭიროების მოკვლევასა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტის ზონაში მცხოვრებთა საჭიროებების მოკვლევაზე, ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ედიშერაშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ჩოჩიშვილმა, აქცენტები ადგილობრივი ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე გააკეთეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტის ზონაში მცხოვრებთა საჭიროებების მოკვლევა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას.

შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, უახლოეს პერიოდში განვითარების სააგენტოსა და პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდება, რომელზეც ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს განიხილავენ.
კვირის ამბები