საზოგადოება
04.09.2023 15:12
გორელმა ახალგაზრდებმა პოლონეთში სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

გორელი ახალგაზრდები ორი კვირით პოლონეთში იმყოფებოდნენ და სასწავლო პროგრამაში - „Soundmapa of Europe 2“ მონაწილეობდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ხელშეწყობით და Fundacja Windmill Tree-ის ორგანიზებით, „Erasmus +“-ის პროგრამის ფარგლებში, ტრენინგკურსს კონკურსის წესით შერჩეული 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, სასწავლო კურსის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნენ ხმის ჩაწერის და მონტაჟთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროცესში ახალგაზრდული მუშაკების და ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაციების მნიშვნელობას. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს, ასევე, ის აქტივობები, რომლებსაც ახალგაზრდული საქმიანობის გაძლიერების მიზნით, საკუთარ სამშობლოში ახორციელებენ.

ცნობისთვის, პროგრამა „ერასმუს +“ ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან.
კვირის ამბები