სპორტი
14.02.2020 22:32
გორის ,,დილას“ და მოსკოვის ,,ტორპედოს“ ამხანაგური მატჩი

თურქეთში, ახალი საფეხბურთო სეზონის წინ მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა გორის ,,დილამ" დღეს პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მარცხი იწვნია.

გორელები მოსკოვის ,,ტორპედოს" ხვდებოდნენ, შეხვედრის დებიუტში, ჯერ კიდევ მე–3 წუთზე, მიკოლა კოვტალუკის მიერ გატანილი გოლით უგებდნენ კიდეც, მაგრამ ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე.

,,ტორპედომ" პირველ ტაიმშივე შეძლო ანგარიშში წონასწორობის აღდგენა, თუმცა, ,,დილას" ახალწვეულმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა 44–ე წუთზე კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი 2:1.

აი, მეორე ტაიმში კი, ჩვენმა გუნდმა ვეღარაფერი მოუხერხა მოსკოველებს – ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ ანგარიშით - 2:3 წააგო.

 

კვირის ამბები