სოციალური პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულებას 500 ლარით დააფინანსებს.
პროგრამით სარგებლობა სახელმწიფო გრანტის არ მქონე სტუდენტებს, 50% და 70 %-იანი გრანტის მქონე პირებს შეუძლიათ. გარდა ამისა, სტუდენტი უნდა იყოს რეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა მერყეობდეს 0-დან 120 000-ის ჩათვლით.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 599 85 16 96