სპორტი
04.09.2023 12:02
მერაბ სულეიმანიშვილი სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ.), სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, სულეიმანიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებაზე, აგრეთვე ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელია.

სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია.

ცნობისთვის, სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა.

კვირის ამბები