საზოგადოება
04.09.2023 11:43
სოფელ ვარიანში ჩოგბურთის და კალათბურთის მოედანი მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სპორტული სივრცის მოწყობის ღირებულება 62 496 ლარს შეადგენს და ითვალისწინებს ბეტონის და მწვანე საფარის მოწყობას, კალათბურთის ფარების, ჩოგბურთის ბადეს, ღობის, ასევე, გარეგანათების დამონტაჟებას.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები