საზოგადოება
01.09.2023 14:41
„C“, „D“ კატეგორიების და „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, „C“ და „D“ კატეგორიების და „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

ცვლილება დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედა. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.

აღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საგამოცდო მარშრუტებზე ოთხ ქალაქში - რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში ჩატარდება“, - ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცვლილების მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.
 
 
 
 
კვირის ამბები