ეროვნული ლიგის 24-ე ტურში გორის „დილა“ „სამტრედიას" დაუპირისპირდება. მატჩი ხვალ, 2 სექტემბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გორის საფეხბურთო კლუბმა ქობულეთის „შუქურა“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა.