ევროპული ოქროს შემდეგ, გორელმა პარასპორტსმენმა ლევან მახათაძემ ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
მსოფლიო ჩემპიონობამდე, ივნისში, მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში, მახათაძემ ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
23 წლის პარასპორტსმენი ბავშვობის ასაკიდან ეტლით მოსარგებლეა (დიაგნოზი - ცერებრალური დამბლა).
ლევან მახათაძემ გორის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდგომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 2015 წლიდან ჩართული იყო PITA-ში (სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი) მოხლისედ, დასაქმებული იყო გორის კეთილდღეობის და განვითარების ცენტრში. ასევე მუშაობდა ტრენერად მკლავჭიდში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება