USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სასოფლო-სამეურნეო მიკრო და მცირე საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სოფლის მეურნეობის საგრანტო კონკურსს აცხადებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობისთვის, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბერი (განაცხადების წარდგენა შესაძლებელია jobs. ge-ზე).
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ