საზოგადოება
01.09.2023 10:24
ატენსა და ხიდისთავში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბეტონის გზის მოწყობა ორ ლოკაციაზე - ატენსა და ხიდისთავში მიმდინარეობს.
ატენში 1 267 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის მოწყობის პროექტი ხორციელდება,
ხიდისთავში კი, სასაფლაოსთან მისასვლელი 340 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა მოეწყობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, შიდა გზების მოწყობას, გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ახორციელებს.
კვირის ამბები