სსიპ ნიკო კეცხოველის სახელობის გორის №1 საჯარო სკოლა დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 14-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას პირველი კლასის მოსწავლეებისთვის გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, 400-550 ლარია.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი 3 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
სამუშაოს დაწყების თარიღად 15 სექტემბერია მითითებული.