უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში არსებულ მემორიალთან ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ჩართულობით გაიმართა.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ოფიციალურად, ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანი დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა.