გორის ხელოვნების სახლი ამერიკელი ფოტოგრაფის ჰეილი სედლერის ფოტოგამოფენას „სახლიდან შორს“ უმასპინძლებს.
ხელოვნების სახლის ინფორმაციით, პროექტი საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ოჯახების გამოცდილებას იკვლევს.
„ამერიკელმა ფოტოგრაფმა და National Geographic-ის მკვლევარმა, ჰეილი სედლერმა 2022 წლის აგვისტო თბილისში გაატარა და იმ უკრაინელი ლტოლვილების ყოველდღიური ცხოვრების აღწერას დაუთმო, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო მოუწიათ. პროექტი ქართულ არაკომერციულ ორგანიზაცია Museograph-ს და Home Collective-ს შორის კულტურული თანამშრომლობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფოტოგამოფენა „სახლიდან შორს“ 8 სექტემბერს გაიხსნება და 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, 9 სექტემბერს, 19:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა ფოტოგრაფთან.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება