სპორტი
31.08.2023 11:18
დავით პაპუკიშვილი მსოფლიო გიმნაზიადის გამარჯვებულია
გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით პაპუკიშვილი (57 კგ.), მსოფლიო გიმნაზიადის გამარჯვებულია.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მოსწავლე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი რიო დე ჟანეიროში ჩატარდა.

დავით პაპუკიშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია, მისი პირადი მწვრთნელი ბესიკ გუჩაშვილია.

ცნობისთვის, პაპუკიშვილი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი და არაერთი ტურნირის გამარჯვებულია. სპორტსმენი გასულ წელს სასკოლო ასაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.
კვირის ამბები