საზოგადოება
30.08.2023 15:28
მოსწავლეების, პედაგოგების და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივების მხარდასაჭერად მცირე საგრანტო კონკურსი დაიწყო

 

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა მოსწავლეების, პედაგოგების და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივების მხარდასაჭერად მცირე საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

„მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების საჭიროებების გამოვლენას და გადაწყვეტას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობით, კერძო სექტორთან, მედიასთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ჯგუფთან თანამშრომლობით. გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ავრცელებს.

მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება ელექტრონულ მისამართზე initiatives . ge-ზე შეუძლიათ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.

კვირის ამბები