გორში, მდინარე მტკვარზე არსებულ გადასასვლელ ხიდზე დეკორატიული განათების მოეწყობა დასრულდა
ქალაქის ინფრასტრუქტურის და იერ-სახის გაუმჯობესების მიზნით, კეთილმოწყობის სააგენტო სხვადასხვა სახის სამუშაოების განხორციელებას აგრძელებს.
ამ დროისთვის უკვე დასრულდა გორში, მდინარე მტკვარზე არსებულ გადასასვლელ ხიდზე დეკორატიული განათების მოეწყობა. ხიდის ბურჯებზე 18 ერთეული „ლედ“ სანათი დამონტაჟდა.
„დაზიანებული სკამები და სანათები გამოიცვალა სკვერებშიც, სამღებრო სამუშაოები ჩატარდა პაპიტაშვილის ქუჩაზე და კომბინატის დასახლებაში არსებულ ხიდებზე. სამწუხაროდ, ქალაქის მასშტაბით არსებულ საერთო სარგებლობის სივრცეებში კვლავ აღინიშნება ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები. დაზიანებული ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა.
კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. თითოეული ჩვენგანი თანაბრადაა პასუხისმგებელი ჩვენს საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის, წესრიგის და უსაფრთხოების დაცვასა და უზრუნველყოფაზე“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.