საზოგადოება
30.08.2023 15:19
კარბის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდის და სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 8-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V, VII, VIII, X კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.

მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 2023 წლის  3 სექტემბერს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები