30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1981 წელს, კოსტა რიკაში, ლათინურ ამერიკაში დაარსდა. საქართველოში კი, ამ დღეს, ოფიციალურად, 2011 წლიდან აღნიშნავენ.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანი დაკარგული ადამიანებისთვის პატივის მიგება და მათი ოჯახების მხარდაჭერაა.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდაა გაუჩინარებული.