გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეების და სკვერების მოწყობა გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტს, მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, 16 ახალი სკვერი შეემატება - მათ შორის 3 პროექტი ქალაქში, 13 კი - სოფლებში განხორციელდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ლოკაციებს, სადაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს: გორში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩის, სტალინის გამზირის №5-ში და სამადალაშვილის და კეცხოველის ქუჩების მიმდებარედ. პროექტის მიხედვით გასართობი სივრცეების მოწყობა ასევე დაწყებულია შემდეგ სოფლებში - ფლავისმანში, დიცში, ხიდისთავში (2 ობიექტი) მუმლაანთკარში, ფაბრიკის დასახლებაში, ქვეშში, ციცაგიაანთკარში, ზემო სობისში, ქვემო სობისში, ბეთლემში, დიდ გორიჯვარსა და შერთულში.