„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, „C“ და „D“ კატეგორიების და „C1“ და „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
როგორც ცნობილია ცვლილება 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.
„მძღოლობის კანდიდატი, რომელიც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარებს თეორიულ გამოცდას, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება არსებული წესით. 1-ელი სექტემბრიდან კი,
აღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საგამოცდო მარშრუტებზე ოთხ ქალაქში - რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში ჩატარდება“, - ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცვლილების მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა