საზოგადოება
29.08.2023 13:22
დევნილებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი გრძელდება

დევნილებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება.  მიმდინარე წელს, სახელმწიფომ სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა.

დევნილი ოჯახების ახალ საცხოვრებლები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა მოინახულეს.

პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილს და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ.

„პროგრამა წარმატებულია შიდა ქართლში და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლების, დიდ ნაწილს, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

ამ ეტაპზე,  დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, კიდევ ასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს. 2025 წლის ბოლომდე,  სააგენტო სოფლად სახლს, ჯამში, 6000 დევნილ ოჯახს შეუსყიდის.

 

კვირის ამბები