საზოგადოება
25.08.2023 14:25
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება.

საკუთარი შედეგების გასაცნობად აპლიკანტი უნდა შევიდეს ცენტრის ვებგვერდზე: online. naec. ge.

29 აგვისტოს, ასევე გამოქვეყნდება გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
„საგანმანათლებლო პროგრამების წაშლის და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს, 30 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. სწორედ ამ დრომდე შეეძლებთ ნებისმიერი ტიპის ცვლილების (პროგრამების დამატებას, წაშლას, რიგითობის შეცვლას) შეტანა საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში. აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას რაოდენობაში შეზღუდული იქნებიან.“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები