სპორტი
25.08.2023 14:18
გორის „დილა“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება - მატჩი საქველმოქმედოა

დღეს, 25 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გორის „დილა“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი მატჩი საქველმოქმედოა. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ნიკა შუბითიძის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება. შუბითიძეს ექიმებმა სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვევს და მკურნალობა ესაჭიროება.

„20 წლის ყოფილ ფეხბურთელს ნიკა შუბითიძეს, რომელსაც ექიმებმა სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. სწორედ ამ მიზეზით, 25 აგვისტოს „დილა“ – „შუქურას“ და 29 აგვისტოს „დილა“ – „დინამო“ თბილისის მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასი შეიცვალა და 3 ლარი იქნება. შემოსული თანხა კი ნიკას დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება. მოგიწოდებთ მოხვიდეთ სტადიონზე და ერთად დავეხმაროთ ნიკას“, - აღნიშნულია საფეხბურთო კლუბ „დილას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები