საზოგადოება
24.08.2023 16:32
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

უწყების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს და ხვალ - 24 და 25 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
კვირის ამბები