საქართველო, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელ, საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის დასახელდა. „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის“ - აღნიშნული სახელწოდებით ბაზრის კვლევა, საერთაშორისო ორგანიზაცია EuCham-ის მიერ განხორციელდა.
საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-18 ადგილზე გავიდა, შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო, ეტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად გამორჩეულად წარმატებულია და აღმოსავლეთ ევროპაში, ზედიზედ, მესამე წელია პირველ ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგში საქართველო ევროკავშირის ისეთ14 სახელმწიფოს უსწრებს როგორიცაა: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთ , რუმინეთი, საბერნეთი და ბულგარეთი.
EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა, ბოლო, 46-ე ადგილს კი, უკრაინა იკავებს.
საინვესტიციო მიმზიდველობით, საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად ჩატარებულ კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
გასულ წელს, საქართველო, 71 ქულით 16-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.