საზოგადოება
24.08.2023 13:03
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გორში სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, გორში სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები  ქალაქის ცენტრალური გამზირის, მასზე არსებული შენობების და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, იცვლება შენობების კარ-ფანჯრები და ხორციელდება დათბუნება, მიმდინარეობს, ასევე, ტროტუარების, ქუჩის განათების და გამწვანების ზოლების მოწყობა.

ცნობისთვის, მასშტაბური პროექტის დაწყებისას, გორში მიმდინარე სამუშაოები სამ ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპის სამუშაოებმა 12 შენობის რეაბილიტაცია მოიცვა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში რეაბილიტირდა 15 შენობა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით პროგრამა 2021 წლის მაისში ამოქმედდა და 4 წელში დასრულდება. „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
კვირის ამბები