საზოგადოება
24.08.2023 13:01
შიდა ქართლში რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამა ცხადდება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, შიდა ქართლში რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამა ცხადდება, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს გაეცნობიან.

„პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნობიან სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს სტარტაპების შესაქმნელად და განსავითარებლად. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ადამიანების კონკრეტულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ხელსაწყო და ფრეიმვორკი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი იდეის თუ სტარტაპისთვის. ამის პარალელურად, მენტორების დახმარებით იმუშავებენ საკუთარ იდეებზე. პროგრამის ბოლოს, იდეების წარსადგენად და გამარჯვებულების გამოსავლენად გაიმართება დემო დღე. გამარჯვებული დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. პროგრამასწარმატებული ქართული სტარტაპის VRex Immersive In-ის დამფუძნებლები ნიკოლოზ გოგოჭური და ნიკა როსტომაშვილი გაუძღვებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, 31 აგვისტოს ჩათვლით, რეგისტრაცია ელექტრონულ მისამარზე: forms. gle / 9NTxf7rYFWLM9Y7UA უნდა გაიარონ. პროექტი, რომელიც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 8 სექტემბერს დაიწყება და კასპის ტექნოპარკი უმასპინძლებს.
კვირის ამბები