საზოგადოება
24.08.2023 12:56
უფლისციხეში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის მიხედვით მოეწყო ხელოვნური საფარი, საფეხბურთო და კალათბურთის კარები, დამონტაჟდა გარეგანათება, ასევე შემოიღობა მოედნის ტერიტორია.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 120 900 ლარი შეადგინა.
„სპორტული მოედნის მოწყობის პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა. აღნიშნული პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, სწორედ, საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები