საზოგადოება
24.08.2023 12:55
გორში რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორში, მშვიდობის გამზირზე №25-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის მიხედვით, ჯამში 12 კორპუსის (სუხიშვილის ქუჩა №18, სუხიშვილის ქუჩა №20, თამარ მეფის გამზირი №33, ჭავჭავაძის გამზირი №47, აღმაშენებლის გამზირი №44, აღმაშენებლის გამზირი №46, ბაქოს ქუჩა №2, რუსთაველის №49, სტალინის გამზირი №8, სტალინის გამზირი №13, ამილახვრის ქუჩა №23 და ნადირაძის №15) ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება.

„თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ-პატარა პროექტებს ახორციელებენ.

პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას ამაღლებს“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

კვირის ამბები