საზოგადოება
23.08.2023 11:57
სამების და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში, სამების და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, პროექტის მიხედვით დეკორატიული განათება, გარეგანათება, კალათბურთის ფარი, სკამები, ნაგვის ურნები, ბილიკები დეკორატიული ფილებით და ღობე მოეწყობა.

სამუშაოების ღირებულება 90 000 ლარია.

„პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები