ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ იწყებს გადაადგილებას. ამასთან, მავნებელი, სასოფლო-სამეურნეო კულტურებით იკვებება და მოსავალსაც ანადგურებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებული აზიური ფაროსანას მექანიკური მეთოდებით განადგურება და მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართვა, ამიტომაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ და მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მექანიკური მეთოდების შესახები აწვდიან ნფორმაციას.
როგორ უნდა მოვიქცეთ: გამოვიყენოთ მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციები, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას (ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება); ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი განვათავსოთ საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი; სახლებში შესული ფაროსანას შეგროვება და განადგურება, მათ შორის სანათურის მეთოდის და წყლის გამოყენება.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სახელმწიფო ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს.