საზოგადოება
23.08.2023 11:18
გორს 14 ახალი სპორტული მოედანი შეემატება

გორის მუნიციპალიტეტს 14  ახალი სპორტული მოედანი შეემატება. 2023 წელს ახალი სპორტული სივრცეები მოემსახურება როგორც ქალაქს, ასევე სოფლების მოსახლეობას.

გორის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს გორში, ნადირაძის #15 ქუჩის მიმდებარედ, ასევე, ნადირაძის და გვედწითელის ქუჩების კვეთაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კარალეთის დევნილთა ჩასახლება, კარბი, ძევერა, არბო, ხურვალეთი, რეხა, ბროწლეთი, ნადარბაზევი, ნიქოზი, ვარიანი, ქვემო ხვითი.

რაც შეეხება უკვე დასრულებულ პროექტს, სოფელ უფლისციხეში სპორტული მოედნის სამუშაოების ღირებულებამ 120 997 ლარი შეადგინა. საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა და „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში განხორციელდა.
კვირის ამბები