კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგული 4 ადამიანის ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. დაკარგულთა შორის სამი ბავშვი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცია. დღეს ნაპოვნი 29-ე გარდაცვლილი ბავშვია.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა, თუმცა, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.
ნაპოვნი ცხედრებიდან 27 იდენტიფიცირებულია, ორის იდენტიფიცირება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქია 3 აგვისტოს მოხდა, ძებნა-შველი ოპერაცია 3 აგვისტოდან ამ დრომდე გრძელდება, სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება