„ლელომ“ პარტიის კიდევ ერთი რეგიონული ოფისი გორში გახსნა, ოფისის ხელმძღვანელად „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, გორის ყოფილი გამგებელი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე წარადგინა. ხაზარაძემ პრეზენტაციაზე შეკრებულებს პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო. მისი განცხადებით, გორში მთავარი აქცენტები უნდა გაკეთდეს ტურიუზმის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბიო-პროდუქციის წარმოებაზე და ასევე, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ერგნეთთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნაზე.
პარტიის გორის ოფისის პრეზენტაციაზე მხარდამჭერთა შორის ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ და ადგილობრივი ხელისუფლების ყოფილი წევრებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის პარლამენტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი. „ლელო“ გორის ოფისი ძირითად 12 წევრს რამდენიმე კვირაში დაასახელებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება