საზოგადოება
18.08.2023 11:32
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება კოლეჯ „ამაგს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეთანხმება  პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ახალი პროგრამების დანერგვას ითვალისწინებს, ხოლო თანამშრომლობის მიზანი, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა და კოლეჯის დირექტორის მოადგილემ სოფიო სუხიშვილმა მოაწერეს ხელი.

კვირის ამბები