2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ იმ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც სტუდენტებს გარკვეულ ფაკულტეტებზე სწავლა სრულად დაუფინანსდებათ:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობას, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ.
„აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი მომდევნო სასწავლო წლებში ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი. ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული ექნება ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი mes. gov.ge /uploads/ files /files%202023 /matsne%20-%20brdzaneba. pdf - ზე შეუძლიათ.