სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 36-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ფლობდეს საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს და გააჩნდეს ექთნის ან პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 500-550 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 5 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად 2023 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება