ტურიზმი
13.02.2020 13:15
შიდა ქართლი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

შიდა ქართლის გუბერნატორი, გიგი ხოჯევანიშვილი მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონისთვის მზადებას გაეცნო. მხარის რწმუნებულმა USAID „ზრდა“ პროექტის წარმომადგენლებთან ერთად არსებული საგანმანათლებლო და ტურისტული ობიექტები დაათვალიერა და დონორ ორგანიზაციას ტურისტული მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა მათი ჩართულობით ხელი შევუწყოთ როგორც კერძო პირების ინიციატივების განხორციელებას, ისე ზოგადად, რეგიონის გაძლიერებას არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საგანმანათლებლო და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.

USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, ხელმძღვანელის მოადგილემ ქეთი ჭუმბურიძემ და ორგანიზაციის სხვა წევრებმა, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, გორის ციხის ფერდობზე აღმოჩენილი ნაქალაქარი, წერეთლის ქუჩა, ლომჭაბუკის სკვერი, გალაქტიონის ხეივანი და ტატულაშვილების კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი მოინახულეს და ტირძნისს და ერგნეთში არსებული შემოქმედებითი წრეების გაკვეთილებსაც დაესწრნენ.

კვირის ამბები