სპორტი
17.08.2023 14:11
საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო - გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო

დღეს, 17 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გორის „დილა“ კვიპროსული „აპოელის“ წინააღმდეგ გამართავს.

განმეორებითი მატჩის წინ გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა. როგორც დემჩენკომ აღნიშნა, წლევანდელ ევროთასებზე „დილა“ პირველ მატჩში ყოველთვის მარცხდებოდა, თუმცა განმეორებითი შეხვედრის თამაშები ქართული კლუბის სასარგებლოდ სრულდებოდა.

„წლევანდელი ევროთასების მიმდინარეობისას პირველ მატჩში ყოველთვის ვმარცხდებოდით, შემდეგ კი მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვახერხებდით. ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაშიც იგივე გავაკეთოთ. საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო.

ზოგადად მეტოქეს ძალიან დადებითად შევაფასებდი. კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე განსაკუთრებით კარგად თამაშობს. ჩვენი ბიჭებისთვის ასეთ გარემოში თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში", - აღნიშნა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, „დილა“-„აპოელის“ განმეორებითი შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები