საზოგადოება
17.08.2023 12:04
ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძრის საწინააღმდეგიო საინფორმაციო გამაფრთხილებელ ნიშნებს ამონტაჟებს

ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაშიშ უბნებში და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო გამაფრთხილებელ ნიშნებს ამონტაჟებს.

აღნიშნულ ღონისძიებას სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს და როგორც უწყებაში აცხადებენ, ყოველწლიური გაფრთხილების მიუხედავად, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

„სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან  500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.
კვირის ამბები