საზოგადოება
16.08.2023 23:50
22 წლის გორელი ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

22 წლის გორელი ახალგაზრდა, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. კლინიკის ინფორმაციით, ზღვაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულს თავის არეში უმძიმესი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში სკუტერით მეგობართან ერთად შევიდა, შემდგომ კი სკუტერიდან წყალში გადახტა და ცურავდა, რა დროსაც აღნიშნული სკუტერი დეჯახა.

კვირის ამბები