ხვალ, 17 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა გაიმართება. გორის „დილა“ კვიპროსულ გუნდ „აპოელის“ დაუპირისპირდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მას კვიპროსი უმასპინძლებს.
შეგახსნებეთ, „დილა“ „აპოელის“ 10 აგვისტოს დაუპირისპირდა და ანგარიშთ 2:0 დამარცხდა. შეხვედრა დინამო არენაზე ჩატარდა.